ვიზიტი ტექნოპარკში

იანვრის ბოლოს მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ტექნოპარკს ესტუმრნენ. ტექნოპარკი არის ინოვატორებისათვის განკუთვნილი სამუშაო სივცრე, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას მოწინავე ცოდნასთან და გამოცდილებასთან ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მაღალტექნოლოგიური დანადგარები და მიიღეს ინფორმაცია მათი მუშაობის პრინციპებზე. ტექნოპარკში სხვა გასვლითი  ღონისძიებებიც იგეგმება.