სტუმრად გარდენიაში

VI კლასი დილოგებისა და ბუნებისმეტყველების ფარგლებში ესტუმრნენ გარდენიას.
“დიალოგების” მეექვსე კლასის კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია აზიაროს მოსწავლეები მშვენიერებას, უფრო დაახლოოს ბუნებას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება სტუმრობა გარდენიაში, სადაც საათნახევრის განმავლობაში მეექვსეკლასელები არა მარტო დატკბნენ წარმტაცი ბაღნარით, არამედ თავადაც დარგეს ყვავილები და დასაჩუქრებულები და უზომოდ კმაყოფილები დაგვიბრუნდნენ სკოლაში.