ყაყაჩო – ხსოვნისა და ერთობის სიმბოლო

ჩვენი ემერიტუს დირექტორის ქრისტოფერ გრინფილდის ინიციატივით, უკვე მეშვიდე წელია, ბრიტანული ტრადიციის თანახმად, მოსწავლეები პირველი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიაგებენ პატივს.

წელს საქველმოქმედო აქცია „ყაყაჩოების“ ფარგლებში 750 ლარი შეგროვდა, რომელიც სამ ნაწილად გაიყო (250 ლარი) და საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე სამ ვეტერანს გადაეცა:

  • კატო ილაური – 99 წლის
  • ვასილი მასურაშვილი – 96
  • ვახტანგ ადამაშვილი – 95

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ვეტერანს გაწეული ღვაწლისათვის.