პირველკლასელების საუცხოო დღე BGS-ში

2021-2022 სასწავლო წელი განსხვავებულად დაიწყო BGS-ელი პირველკლასელებისათვის.
13 სექტემბერს, ყველა რეგულაციის დაცვით, ღია სივრცეში, პატარებმა გაიცნეს თანაკლასელები, დამრიგებელი და ყველა ის პედაგოგი, რომელიც მათ წლის მანძილზე ასწავლის. შეკრების ერთადერთი მიზანი იყო : მომდევნო დღეს ონლაინ რეჟიმში საგაკვეთილო პროცესი ისე არ დაწყებულიყო, რომ მოსწავლეებს ცოცხლად არ ჰყოლოდათ ნანახი მეგობრები და მასწავლებლები.