ლისის ტბა

9 ნოემბერს BGS -ის პირველი და მეორეკლასელები იყვნენ ლისის ტბაზე. ეს იყო მოსწავლეთა პირველი ერთობლივი გასვლა ბუნებაში. ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარემომ. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ ფერად-ფერად ხეებს, აგროვებდნენ შემოდგომის ლამაზ ფოთლებს, რომლებისგანაც გააკეთეს საშემოდგომო აპლიკაციები და გაალამაზეს საკლასო ოთახები, ხატავდნენ საშემოდგომო პეიზაჟებს, უფრთხილდებოდნენ გარემოს, თამაშობდნენ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ თამაშობებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მათი პირველი ექსკურსია, პატარა ბიჯიესელები შესაშურად იცავდნენ წესრიგს სხვადასხვა აქტივობების დროს.