გავუფრთხილდეთ საკუთარ სხეულს

აპრილის რამოდენიმე ასამბლეა მიეძღვნა როგორც სამყაროსა და კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილების აუცილებლობას, ასევე ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას. დედამიწა კაცთათვის  შეიქმნა და თუ ჩვენ დავზიანდებით  და გავნადგურდებით აზრს დაკარგავს დანარჩენი ქმნილების არსებობაც.

სწორედ ამიტომ  ჩვენი სკოლის ექიმმა, ქალბატონმა ნანა ნაცვლიშვილმა  მოსწავლეებს აუხსნა თუ რა მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისათვის სწორი კვება, სუფთა ჰაერი,  ძილი და ასევე მართებული ჯდომა, როგორც სკოლაში მერხებთან, ასევე სახლში კომპიუტერთან.