ეკოცნობიერება – გაუფრთხილდი გარემოს, ნუ გადაყრი ქაღალდს

პროექტის ხელმძღვანელი: პედაგოგი – თამარ ანთაძე

პროექტის მონაწილენი: მოსწავლეები – I A კლასი

პროექტის ხანგრძლივობა: 1კვირა – 5დღე

რესურსი: კომპიუტერი (ვიდეო მასალისათვის), დაფა, მარკერი, ფურცელი, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები. საკითხავი ტექსტი.

პრობლემის ანალიზი
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგიური პრობლემები, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბალი პასუხისმგებლობის განცდა. ადამიანი დაუდევრად ექცევა გარემოს, კერძოდ არ უფრთხილდება ქაღალდს, არ ითვალისწინებს, რა რაოდენობის ხე იჭრება კონკრეტული ქაღალდის მისაღებად. თუ ადამიანი დაუდევრად, უსარგებლოდ მოიხმარს ქაღალდს, ამის შედეგად უფრო და მეტი ხე განადგურდება, რაც ტყესაც უქმნის საშიშროებას და ეკოლოგიური პრობლემაც მოიმატებს, რის გამოც ისევ ადამიანს შეექმნება პრობლემა. ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ, რათა დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვროთ.
სკოლა ჩართულია ისეთ პროექტში, როგორიცაა „მაკულატურა“. მასწავლებელმა გადაწყვიტა პირველ კლასელებს კონკრეტულად მიეღოთ მონაწილეობა ამ პროექტში, მცირედი წვლილი შეეტანათ ბუნების გადარჩენაში. ამისთვის საჭირო იყო ბავშვების მეტი ინფორმირება, კერძოდ:
• სკოლის კულტურის გაცნობა, სასკოლო პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართვა.
• რისგან მზადდება ქაღალდი.
• რა რაოდენობის ხე-ტყეა საჭირო, რომ ადამიანები უზრუნველყონ ქაღალდით.
• გაიგებენ, რომ ტყე ადამიანთა ჯანმრთელობისა და დასვენებისთვის აუცილებელია. სწორედ ამის გამო დიდი ქალაქების გარშემო და ქალაქების გარეუბნებში ქმნიან მწვანე, ტყიან ზონებს.
• ბავშვებს ეცოდინებათ,რომ ტყე მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს და რომ მას სხვა მრავალი, ჩვენთვის სასიკეთო თვისებები გააჩნია.
ქაღალდის წარმოება მეორადი ქაღალდითაც არის შესაძლებელი, ამიტომ საჭიროა უსარგებლო გამოყენებული ქაღალდების შეგროვება. ამისათვის საკლასო ოთახში დაიდგა „მწვანე ყუთი“

მიზანი: ესგ მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდაშეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.I.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ლოკალური გარემოს აღწერა და მასში ორიენტირება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მასწავლებლის დახმარებით, თანაკლასელებთან ერთად აყალიბებს და იცავს ლოკალურ გარემოში (მაგ.: კლასში, სკოლაში, ეზოში, ქუჩაში, სახლში) ქცევის წესებს (მაგ.: იცავს სკოლის სისუფთავეს)(ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).
• სამოქალაქო და ეკოცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში

პროექტზე მუშაობის ვადები: 11 – 14 ნოემბერი 2019 წელი.
განსახორციელებელი აქტივობები

I დღე
• მასწავლებელმა ბავშვებს წაუკითხა ემზარ კვიტაიშვილის ლექსი „ რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“
• მოეწყო დისკუსია ადამიანის ქცევის მართებულობისა და ტყის მნიშვნელობის შესახებ.

II დღე
ბავშვები ნახავენ ვიდეო მასალას – „მაკულატურიდან ქაღალდამდე“
ვიდეოში ბავშვები ნახავენ როგორ გადამუშავდება მაკულატურა, მოისმენენ ახალ ინფორმაციებს. ვიდეო მასალაში მოწოდებული ინფორმაციის შეჯამება მოხდება ვერბალურად.

III დღე
• მინი-ლექცია.
• ინფორმაციის დაგზავნა მშობლებთან. ბავშვები მშობლების დახმარებით სახლშიც მოიძიებენ უსარგებლო ქაღალდებს (ჟურნალ-გაზეთებს) და მოიტანენ სკოლაში.
• შეგროვდა მშობელთა წერილები, რა გაკეთდა სახლში ქაღალდის დასაზოგად, რაზე შეთანხმდნენ ოჯაში, როგორ იზრუნებენ ხეების გადარჩენაზე.

IVდღე
კლასში დაიდგა „მწვანე ყუთი“, რომელიც ბავშვებმა გააფორმეს და უსარგებლო ქაღალდებს იქ აგროვებენ.