ჩვენი დიდი საყველიერო ბლინების სრბოლა!

24 თებერვალს BGS-ში ბრიტანული ტრადიციული ღონისძიება დაინერგა: A Pancake Race! (საყველიერო ბლინების სრბოლა). ეს აქტივობა ინგლისის სკოლებში, აღდგომის დასაწყისში იმართება. მონაწილეებმა უნდა იყოჩაღონ და გაიქცნენ ბლინიანი ტაფით ხელში, პროცესში უნდა შეჩერდნენ, ბლინი ამოატრიალონ და გააგრძელონ სირბილი.

შეჯიბრს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ. გაიმარჯვა სპორტის მასწავლებელმა გურანდა ჭიჭინაძემ, რომელმაც სულ ოდნავ აჯობა IV ალფა კლასის დამრიგებელს – ნინო ბასილაშვილს.

შეჯიბრში ორი ჯგუფი მონაწილეობდა:

I ჯგუფი:

  1. თეკლა მაჭარაშვილი
  2. ნინო ბასილაშვილი
  3. ნატო მდინარაძე

II ჯგუფი:

  1. მარიკა ჩხარტიშვილი
  2. გურანდა ჭიჭინაძე
  3. ირინა პატარიძე