ჩვენ ვქმნით, ვდგამთ, ვთამაშობთ, ვმღერით

ალფონს დოდეს ცნობილი მოთხრობის „უკანასკნელი გაკვეთილის“ მოტივებზე მეათეკლასელებმა ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარმოადგინეს. მათ განაზოგადეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა და საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. სპექტაკლის წარმატება მხოლოდ მათი დამსახურება არ ყოფილა – წარმოდგენა მუსიკალურად მეექვსე და მერვეკლასელებმა, მხატვრულად კი მეცხრე, მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებმა გააფორმეს.