11 დეკემბერს ჩვენი სკოლის III კლასელებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი გარდენიაში.
ექსკურსია მოიცავდა სხვადასხვა სანახაობების დათვალიერებას. მოსწავლეები მოიხიბლნენ შესანიშნავი ბაღით, რომელიც ზამთარშიც ულამაზესია. ამის შემდეგ ბავშვებმა პრაქტიკული აქტივობა შეასრულეს, კერძოდ – დარგეს მცენარეები ქოთნებში გარდენიას წარმომადგენლის მითითებით. ზოგიერთმა სახლისთვისაც შეიძინა ყვავილები. ყველამ არაჩვეულებრივი დრო გაატარა და სკოლაში ბედნიერები დაბრუნდნენ.