ბიჯიესელების სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მუზეუმში

VI კლასელებმა დაუღალავი შრომისა და საგამოცდო პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ტექნიკური უნივერსიტეტის პეტროგრაფიული და პალეონტოლოგიური მუზეუმის მონახულება გადაწყვიტეს.

კლასის დამრიგებელთან, ქეთი გელაშვილთან, ერთად სხვადასხვა ექსპონატი დაათვალიერეს და მუზეუმის განვითარების ისტორიას გაეცნენ.

გასვლითი ღონისძიებები ჩვენს მოსწავლეებს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს და მათი პრაქტიკული თუ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

#ბიჯიესი #მებიჯიესელივარ