ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

VII კლასის მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს, თუ როგორ ეგებებოდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ თემაზე მათ ეთნოგრაფიული მასალების გაცნობის შედეგად შექმნეს მცირე ორიგინალური პიესები, რომელთა მიხედვითაც დადგეს თეატრალიზებული წარმოდგენები. ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ საკმაოდ რთულ ამოცანას და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. მეორე განყოფილება განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ჩვენი ბავშვებისათვის. კარგად ორგანიზებული შემეცნებით-გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით. დიდი მადლობა: ქეთევან სირაძეს, ლალი ბერიშვილს, გურანდა ჭიჭინაძეს, ქეთევან გელაშვილს, დავით ქარსელაძეს და დირექციას. მსგავსი პროექტები განსაკუთრებით გვაგრძნობინებს გუნდური მუშაობის მნიშვნელობასა და ერთიანობას.